„ალტ ინფო“ იხურება

“ალტ-ინფო იხურება” – პრორუსი რადიკალების ტელევიზიას ფინანსური პრობლემები დაუდგა.  მოძალადეების პროპაგანდისტული არხი მაუწყებლობას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეაჩერებს.

რეგიონებში იხურება “კონსერვატიული პარტიის” ოფისებიც. დასაქმებულ ხალხს უთხრეს, რომ ფული არ აქვთ, ხელფასებს ვერ გადაიხდიან და სახლებში უნდა წავიდნენ.

პროპუტინისტური დაჯგუფება დახმარებას ახლა ხალხს სთხოვს და მოწყალებას სოციალურ ქსელში ითხოვს.

“ალტ-ინფოს” რესურსი ფაქტობრივად არ აქვს. (დახურვის) საშიშროება ყოველთვის არის, ამ ლიბერალური დიქტატურის ხელში ყველაფერია შესაძებელი. ამ წუთის მდგომარეობით, ხელფასების პრობლემა შემდეგი თვიდან პრობლემა გახდება, მაგრამ დღის ბოლოს და ხვალ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით.

პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გვქონდა რიგ ბიზნესმენებთან შეხვედრა, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს “ალტ-ინფოს” და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში მათთან და ხალხთან ერთად გამოვასწორებთ. საუბარია ქართველ ბიზნესმენებზე, რომლებიც რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწეობენ”- აცხადებს კოკა მორგოშია.  

Comments

comments