ვიდეო ►ხვიჩა კვარაცხელია რუბინის წლის საუკეთესო ფეხბურთელია!

ყაზანში, „რუბინის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას არკვევდნენ. გასაკვირი არ არის, რომ ეს წოდება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო. ქართველ ტალანტს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და „რუბინის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელი დამსახურებულად გახდა.

ნომინაციის გამოცხადების შემდეგ, კვარაცხელიამ ღონისძიების წამყვანის კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთ კი მის მომავალს ეხებოდა.

რა თქვა ხვიჩამ?

“დიდი მადლობა ყველას ვინც ხმა მე მომცა. მინდა გითხრათ, რომ მე ჯერჯერობით ისევ „რუბინის“ ფეხბურთელი ვარ. ვნახოთ რა იქნება მომავალში. ყაზანი მეც ძალიან მიყვარს. კმაყოფილი ვიქნები, თუ „რუბინში“ დავრჩები.”

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში „რუბინის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 23-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცნობისთვის, „ჯვაროსნების“ შემტევით სხვადასხვა ევროპული გუნდები ინტერესდებიან. მათ შორის „ლიდსი“ და „დორტმუნდის ბორუსია.“

Comments

comments