ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძე შეიწყალა

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და ამოქმედდა. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

ცნობისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 2020 წლის 11 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Comments

comments