1-ელი თებერვლიდან ფრენები აღდგება

1-ელი თებერვლიდან რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები უქმდება.

“ყველა ავიაკომპანია შეძლებს რეგულარული ფრენების დადგენასა და შესრულებას. ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი.

ასევე ვმსჯელობთ, როგორ შევამსუბუქოთ უცხო ქვეყნიდან ჩვენს ქვეყანაში შემომსვლელი ვიზიტორების დაწესებული რეჟიმი.

ვაუქმებთ ნოტამს და ვუშვებთ რეგულარულ ფრენას ყველა მიმართულებით და ასევე ვმუშაობთ უცხოელი ვიზიტორების შემოსვლის წესებზე”,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

Comments

comments