რა ვიყიდეთ და გავყიდეთ რუსეთში 2020 წელს

2020 წელს რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდა.

საანგარიშო პერიოდში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 1,328 მლრდ დოლარი შეადგინა. ბრუნვის მიხედვით, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში რუსეთი მეორე ადგილზეა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 11.2%-ით, ხოლო იმპორტი 9.2%-ით შემცირდა.

რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში:

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 119 524 000 დოლარი
  • ფეროშენადნობები – 108 523 700 დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები – 43 943 100 დოლარი
  • სპირტიანი სასმელები – 31 276 200 დოლარი
  • ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო – 19 940 800 დოლარი

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 130 367 000 დოლარი
  • ხორბალი და მესლინი – 107 354 600 დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – 47 363 600 დოლარი
  • მზესუმზირის ზეთი – 41 011 000 დოლარი
  • სატელეფონო აპარატები – 28 756 000 დოლარი

წყარო

Comments

comments