21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება,გამონაკლისია შობა-ახალი წლის ღამე

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან ისევ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 საათიდან დილის 5 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის – 6 იანვრის ღამე.

საკოორდინაციო საბჭომ 24 დეკემბრიდან  2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები ნაწილობრივ შეამსუბუქა. კერძოს, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება ისევ ნებადართულია.

Comments

comments