შიმშილით სიკვდილი არსებობს ? მე არ გამიგია

“უნდა ვთქვა ახლა ერთი კითხვა, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად აჟღერებენ შიმშილთან დაკავშირებით. შიმშილით სიკვდილი – ექიმს ეს მიკვირს, რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და ჟურნალისტებმა არასწორად დაწერეს, რატომღაც არ უნდათ ამაზე სწორი აქცენტირება გააკეთონ. კი არ ვუწყრები, მაგრამ ვთხოვ, იანტროგენულ დაავადებაში ნუ მიიღებენ ჟურნალისტურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, მე მაინც მითხარით – ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა კახექსიური არსებობს თუ არა ? და ერთი მაგალითი მითხარით.” – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ეკატერინე ტიკარაძეს.

Comments

comments