რა იხსნება და რა არა 24 დეკემბრიდან

დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამდე ორი დღით ადრე საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ “ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე”, 24 დეკემბრიდან შეზღუდვების ნაწილი არ მოიხსნება.

კერძოდ:

  • კვლავ არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში;
  • ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;
  • ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები
  • 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები. გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც, მთავრობის ცნობით, წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან.
  • გარდა ამისა, მთავრობამ დამატებითი შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.
  • რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.
  • ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

“გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში” – აცხადებს მთავრობა.

Comments

comments