წმინდა სინოდის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე [სამადბეგიშვილი] 65 წლის ასაკში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, ეპისკოპოსს სხვა თანმხლები დაავადებებიც სჭირდა.

მეუფე ლაზარე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი იყო.

Comments

comments