თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კლინიკის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

Comments

comments