სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოა

ეუთოში აშშ-ს ელჩის,ჯეიმს გილმორის განცხადებით,პანდემიამ არ უნდა შეაჩეროს პოლიტიკური და სამხედრო გამოწვევების მოგვარება.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციის შესახებ ამერიკელი დიპლომატის განცხადება მოყვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თავჯდომარეების,ევროკავშირის,ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლების ანგარიშს,რომელიც მათ 12 ნოემბერს წარუდგინეს ეუთოს მუდმივსაბჭოს.

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეების მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ეს ქვეყანა კი საქართველოა.რუსეთის პროვოკაციული ქმედება არის მცდელობა,გააფართოვოს გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები მშობლიური ქყვეყნისგან,საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციოს.ამ აგრესიას კვლავაც აქვს პირდაპირი და უარყოფითი გავლენა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ,კონფლიქტით დაზარალებული მოსახლების კეთილდღეობაზე.კერძოდ,მოვუწოდებ რუსეთსა და დე-ფაქო ხელისუფლებებს გაათავისუფლონ დაკავებული სამოქალაქო პირები,მათ შორის ზაზა გახელაძე და აღადგინონ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმოსვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა.საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და თვითნებურათ დაკავებაზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ.

შეერთებული შტატები მდკიცეთ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. – აცხადებს ელჩი გილმორი.

Comments

comments