ზაალ უდუმაშვილმა ხელისუფლებასთან მოალაპარაკების პირობები დაასახელა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებაზე წასვლის მთავარი პირობები დაასახელა.

მისი თქმით, ოპოზიციას სამი მთავარი პირობა აქვს.

„დიალოგი არის ის ფორმა, რომლითაც უნდა წავიდეს პროცესები ქვეყანაში, თუმცა დიალოგს თავისი საგანი აქვს. ჩვენი პირობებია ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ პირობებით მივდივართ ჩვენ დიალოგზე“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოლაპარკება სტრატეგიული მოკავშირეების წარმომადგენლების მიერ ჩაიშალა, ინფორმირებული არ არის.

„შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძეს სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა, იმ დღეებში ვითარება ძალიან სპონტანურად ვითარდებოდა, ჩვენ ჯერ ვიყავით პარლამენტთან, შემდეგ ცესკოსთან და შესაძლოა ამ დროს მოხდა დისკომუნიკაცია. ვარაუდს ვამბობ, ზუსტად არ ვიცი, რადგან მე პირადად, გრიგოლ ვაშაძესთან კომუნიკაცია არ მქონია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

👉ინფორმაციისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ 10 ნოემბერს გაავრცლა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლება და ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

👉11 ნოემბერს სატელევიზიო ეთერში მან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან მზაობის არ არსებობა დაასახელა.

Comments

comments