“ბიუჯეტი 4,3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმება”

ბიუჯეტი 4,3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება, თუმცა მანამდე მთავრობა ფრთხილობს და 4,3%-ზე იგეგმება.

„სულ ცოტა ხნის წინ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვპროგნოზირებდით, თუმცა ჩამოვედით 4,3%-ზე, რაც გამოწვეულია პანდემიით როგორც საქრთველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ყველამ ვიცით, რომ გადაადგილების შეზღუდვები, საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვა ხელს უშლის ეკონომიკას. დამაიმედებელი ინფორმაცია მოდის ვაქცინის შესახებ სანდო წყაროებიდან. ეს იმედს გვაძლევს, რომ 4,3% ზრდის პროგნოზი ხელახლა დაუბრუნდება 5%-იანი ზრდის პროგნოზს.

თუმცა, უნდა ვიყოთ ფრთხილები და ბიუჯეტი დაიგეგმება 4,3%-ზე. დეფიციტის პარამეტრი შენარჩუნდება კვლავაც მაღალი, რადგან 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, ასევე ჯანდაცვის მაღალი ხარჯები, რომლითაც 2020 ხასიათდებოდა. აქ შედის კარანტინის, მკურნალობის და ტესტების ხარჯები, ასევე იმედია ვაქცინის ხარჯიც, რაც ალბათ იქნება ყველაზე ეფექტური ხარჯვა, რაც ბოლო დროს გაგვიწევია“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მთავრობა განახლებული ბიჯეტის პარამეტრებით პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარსდგება.

Comments

comments