2019 წელს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი ბაზარზე საწარმოთა 3%-მა შემოიტანა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში, საწარმოთა 3%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება დანერგეს, ასევე 3.2%-ით განისაზღვრა.

ამავე ცნობით, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები, უმეტეს შემთხვევაში, საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 58.2% და 41.7%). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან.

Comments

comments