ოპოზიცია ბეწვის ხიდზე გადის–თუ შედეგს ვერ მიაღწიეს, ამომრჩევლის იმედგაცრუებას გამოიწვევენ

ოპოზიცია ბეწვის ხიდზე გადის – თუ შედეგს ვერ მიაღწიეს ამომრჩევლის იმედგაცრუებას გამოიწვევენ, -ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი აზრით, ასეთ შეემთხვევაში ოპოზიციას ამ არჩევნებზე ნაჩვენები შედეგიც სანატრელი გაუხდება.
“ოპოზიცია ბეწვის ხიდზე გადის: თუ შეთანხმება-ერთიანობა შუა გზაზე ჩამოეშალათ ან/და თუ აქციებით რეალურ, ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწიეს – ამომრჩევლის ტოტალურ იმედგაცრუებას და დეპრესიას გამოიწვევენ და ის შედეგიც სანატრელი გაუხდებათ, რაც ამ არჩევნებზე მიიღეს. მთავარია ამომრჩეველმა არ დაკარგოს რწმენა, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებისთვის იბრძვის და არა – საკუთარი მანდატების რიცხვის გაზრდისთვის! თორემ, ოპოზიცია მარტივად ჩაირეცხება, იმ შემთხვევაშიც კი თუ “ოცნებას” გარდაუვალი კრიზისი დაუდგება”, – წერს ხათუნა ლაგაზიძე Facebook-ში.

Comments

comments