ჟორჟოლიანი ვაშაძეზე: თუ ეს ადამიანი თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!

თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის! – ასე ეხმაურება ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი ამავე გაერთიანების ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას პროცესის მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანისკენ მოუწოდა.

“რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!” – წერს ჟორჟოლიანი.

Comments

comments