ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება

საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, ვერც ერთი ცხელთავიანი ლიდერი ამ ქვეყანაში ვერანაირ გადაწვეტილებას ვერ მიიღებს. არ მოდიან, ნუ მოდიან! ერთპარტიანი პარლამენტი არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნები პოლიტიკური კონსენსუსისა და სამართლებრივი ნორმის სრული დაცვით ჩატარდა.

„ჩვენ არანაირ პირობას არ ვაყენებთ, ეს ჩატარებული არჩევნებია, რომელსაც პატივი ყველამ უნდა სცეს. არჩევნები პოლიტიკური კონსენსუსისა და სამართლებრივი ნორმის სრული დაცვით ჩატარდა. ამ შედეგების აღიარება ყველა დემოკრატიული პოლიტიკური პარტიის ვალდებულებაა. შესაბამისად, წინაპირობა აქ არაა, ეს არჩევნები საზოგადოებამ აღიარა. მინდა, პოლიტიკურ პარტიებს ვუთხრა: პლურალისტული პარლამენტი ჩამოაყალიბეთ, კონკრეტული თანაფარდობით რა შედეგებიც უკვე დადებულია, შებრძანდით პარლამენტში და იმუშავეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ გენეტიკური კოდი დესტაბილიზაციაა. საარჩევნო ყუთის ავლით, ვერც სააკაშვილი, ვერც მელია, ვერც ერთი სხვა ცხელთავიანი ლიდერი ვერანაირ გადაწვეტილებას ვერ მიიღებს ამ ქვეყანაში. არ მოდიან, ნუ მოდიან. ერთპარტიანი პარლამენტი არ იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

Comments

comments