ბათუმში 40 წლამდე ქალის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს.
გარდაცვლილი ქალი ბელარუსის მოქალაქე გახლდათ.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული.
საქმეზე გამოძიება სსკ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.