როდის გახსნის Stadler-ი ქარხანას საქართველოში – მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა

შვეიცარიულ კომპანია Stadler-თან მოლაპარაკებები ბილო ეტაპზეა. ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა „ბიზნეს პარტნიორთან“ განაცხადა.
„ეკონომიკის დროულად გახსნამ საშუალება მოგვცა, ვყოფილიყავით ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ინვესტორებთან განახლებული შეთავაზებებით გავიდა. 120-ზე მეტი შეტყობინება გაიგზავნა როგორც პრემიერის, ისე – მინისტრის სახელით. ამასობაში, ჩვენ Stadler-ის გენერალური დირექტორი საქართველოშიც კი გვყავდა. შეიძლება ითქვას, რომ შევძელით, რელოკაციის პროცესში ვყოფილიყავით ერთერთი პირველები”, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
როგორც ცნობილია, აგვისტოში ეკონომიკის მინისტრი და სააგენტოს – “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი შვეიცარიული Stadler-ის ჯგუფის პრეზიდენტს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში Stadler-ის ადგილობრივი ქარხანა გაიხსნება.
მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია Stadler-ი 1942 წელს დაფუძნდა. კომპანიის გაყიდვები 3,46 მილიარდ დოლარს აღწევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კი, ჯამურად, 10 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

Comments

comments