“ქართული ოცნებიდან” ოპოზიციაში – ოქრიაშვილი კენჭს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით იყრის

კახა ოქრიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მაჟორიტარად იყრის კენჭს. განცხადება მან ამის შესახებ თავად გააკეთა ოქრიაშვილი ამბობს, რომ კენჭს გაერთიანებული ოპოზიციის სახეწლით იყრის, სადაც დღეს მისი პარტია “პროგრესი და თავისუფლება” გაერთიანდა:

კენჭს ვიყრი დმანისი- წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში. გაერთიანებული ოპოზიციიდან ძალა ერთობაშია” ამბობს ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვით, ოქრიაშვილის პარტია “ძალა ერთობაშიას” წევრი გახდა.

2012 წელს ოქრიაშვილი კენჭს “ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყრიდა, თუმცა “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ მათ შეუერთდა.

პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო “ქართულმა ოცნებამ” ის მაჟორიტარობის კანდიდატად აღარ დაასახელა, რის შემდეგაც ოქრიაშვილმა უმრავლესობა დატოვა და  პარტია “პროგრესი და თავისუფლება” დააფუძნა.

Comments

comments