ჩაიკეტა სასტუმრო „ოაზისი“, სადაც 900 ადამიანი ისვენებდა

ჩაქვში სასტუმრო “ოაზისი” ჩაიკეტა – სასტუმროს თანამშრომლების ინფორმაციით სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს, ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა ჰქონდა რის გამოც ის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, პირველადი ლაბორატორიული კვლევის შედეგად ოაზისის სტუმარს ინფექცია არ დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითი კვლევაა საჭირო. სასტუმროში ამ ეტაპზე 900 პირი ისვენებს, ამ დრომდე ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია.

Comments

comments