„პოლიტიკური მეძავია!“– ინაშვილი და ნათელაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სპეცსამსახურებმა, რომელიც რუსეთის სცეპსამსახურთა ფილიალია, გადაიყვანეს ორი პროპუტინისტი არსება აფხაზეთში, – ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.

„იქ დახვდათ რუსული სპეცსამსახური, მიიყვანეს სადღაც და წამოიყვანეს უკან. დასკვნაა, რომ რუსეთის დესანტი აგერ თბილისშია და პარლამენტშია“, – განაცხადა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.

ამას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი გამოეხმაურა:

„შალვა ნათელაშვილი არის არარაობა და პოლიტიკური მეძავი!“, – დაწერა სოციალურ ქსელში ინაშვილმა.

შეგახსენებთ,რამდენიმე დღის წინ ირმა ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ლომიასთან ერთად იმყოფებოდა.

მალევე აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ირმა ინაშვილისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტის თანაშემწის ლაშა საქანიას შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა.

არუაა“ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერის, ირმა ინაშვილის შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს.

ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაცით, 18 აგვისტოს აფხაზეთში, გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტის თანაშემწე ლაშა საქანიასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა ფარული შეხვედრა გამართეს.

Comments

comments