გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში შპს „ქართული აგრო პროდუქტის“ ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილ საწარმოში, ჯამურად, 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

დღეის მონაცემებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სახელმწიფოს მხარდაჭერით ამოქმედდა 225 ახალი და გაფართოვდა 986 საწარმო. (ცხელი ხაზი: 1501)

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ ფარგლებში, ყველას, ვინც არის ან ვისაც სურს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, შეუძლია სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა უკვე 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი –

Comments

comments