საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა–14 აგვისტოს მონაცემები

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 23-ით 1306-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი 17-ით გაიზარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1085 ადამიანი.

კორონავირუსს ქვეყანაში ამ დრომდე ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, Stopcov.ge-ის მიხედვით:

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 7597 ადამიანი;
სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ – 261 ადამიანი;

ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა – 41-ია პირი.

Comments

comments