ქართული კომპანია შესაძლოა,მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტურად დასახელდეს-შენობა უკვე საუკეთესო ხუთეულშია

ყავის კომპანიის „მეამას“ შენობა, შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტურად დასახელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, შენობა უკვე საუკეთესო ხუთეულშია.

კერძოდ, შენობა TikTok-სა და Jaguar-თან ერთად, Architizer A+ Awards საუკეთესო ხუთეულშია და წარდგენილ სამივე კატეგორიაში ლიდერობს. კატეგორიები, რომელშიც „მეამას“ შენობაა წარდგენილი, შემდეგია: ინტერიერის დიზაინი; დაბალსართულიანი საოფისე სივრცეები და არქიტექტურა+ბეტონი.

ცნობისთვის, Architizer A+Awards მსოფლიო არქიტექტურის კუთხით, ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში წლის საუკეთესო, მნიშვნელოვანი, საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურული პროექტების პოპულარიზაციას.

კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა, ონლაინ ხმის მიცემის საშუალებით ხდება. ხმის მიცემა კი 20 ივლისიდან 31 ივლისამდეა შესაძლებელი, ხოლო გამარჯვებული 2020 წლის 4 აგვისტოს გამოვლინდება.

კომპანია „მეამას“ შენობა ხმალაძე არქიტექტორებს და გიორგი ხმალაძეს ეკუთვნით.

Comments

comments