ქართველი სამხედროების მონაწილეობით, შავ ზღვაში სამხედრო სწავლება “სი ბრიზ 2020″ დაიწყო

შავ ზღვაში სამხედრო სწავლება “სი ბრიზ 2020” დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას ქართველი სამხედროებიც მიიღებენ. ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების წარმომადგენლები ავრცელებენ.

მანევრები ოდესის სიახლოვეს დღეს მიმდინარეობს. შავ ზღვაში ამერიკელი სამხედრო ხომალდი USS Porter 19 ივლისს შევიდა.

აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების მეექვსე ფლოტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წვრთნების მიზანი რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებაა.

„ჩვენი მონაწილეობა ისეთ მრავალეროვნულ სწავლებებში, როგორიცაა “სი ბრიზ 2020″ არის რეალური დემონსტრაცია, რომ აშშ ევროპის კოლექტიურ თავდაცვაში ჩართულია”, – განაცხადეს მეექვსე ფლოტში.

საზღვაო მანევრებში ჩაერთვება 27 საბრძოლო ხომალდი, 19 თვითმფრინავი და 2 000 სამხედრო მოსამსახურე უკრაინიდან, საქართველოდან და ნატო-ს წევრი შვიდი ქვეყნიდან: აშშ, ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ნორვეგია.

Comments

comments