დენდროლოგიური პარკი ოთხ დღეში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა

დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  გახსნიდან დღემდე პარკი 100 000-ზე მეტმა სტუმარმა დაათვალიერა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნიდან დღემდე, ოთხი დღის განმავლობაში, 100 000-ზე მეტი სტუმარი გვეწვია! მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს მოსვლისთვის და, განსაკუთრებით, იმ გულწრფელი ემოციების გამოხატვისთვის, რასაც თქვენი შთაბეჭდილებების სახით ვიღებთ, მათ შორის, პირად შეტყობინებებშიც. მადლობა და გელით კვლავ“, – ნათქვამია დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments

comments