საწვავის ხარისხზე კონტროლი მკაცრდება

საწვავის სათანადო ხარისხი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის შენარჩუნების, აქედან გამომდინარე კომიტეტმა და ინიციატორებმა, გადავწყვიტეთ, რომ სანქციები გავამკაცროთ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „POSTV-ის“ ეთერში განაცხადა.

„სანქციების გამკაცრებით დაისჯება საწვავის ხარისხის პარამეტრების დარღვევა, ეს ცვლილებები გულისხმობს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ანუ ჯარიმების ძალიან გამკაცრებას, ასევე განმეორებით დანაშაულის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

გარემოს დაცვის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოში უხარისხო ბენზინის ან დიზელის იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება.

Comments

comments