აშშ-მ, შესაძლებელია, საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩეროს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონია წარდგენილი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს.

გაწერილია დახმარების წინაპირობაც. კონკრეტულად, ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.

საუბარია იმაზეც, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებები და მათი შევიწროვებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებელი.

Comments

comments