ტბაში შეჭრილი პირსი და დასასვენებელი სივრცეები-როგორი იქნება პარკი გლდანის ტბასთან

გლდანის პატარა ტბასთან რეკრეაციული ზონა მოეწყობა. ამის შესახებ ორი დღის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტირება მიმდინარეობს. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.

„გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ ისეთი პარკი მოეწყობა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება მიმზიდველი. პროექტის თანახმად, პარკის დიდი ნაწილი შემოისაზღვრება მწვანე ცოცხალი ღობით, დაირგვება ხე-მცენარეები და დაიგება ბალახის საფარი. მოეწყობა ორი შესასვლელი, საჩრდილობლები, საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, ველო და საფეხმავლო ბილიკები. ასევე, განთავსდება სკამები და ურნები. ტბაზე გაივლის საინტერესო დიზაინის პირსი, საიდანაც შესაძლებელი იქნება ფრინველებსა და გარემოზე დაკვირვება. ამასთანავე, პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პარკში განთავსდება მცირე ზომის მედიათეკაც,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Comments

comments