3 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზამ მუშაობა აღადგინა

პირველი მატარებელი ბათუმის მიმართულებით ერთი საათის წინ გავიდა და მასზე ყველა ბილეთი გაყიდა.

მატარებლით გადაადგილებისას სპეციალური ინსტრუქცია მოქმედებს. ვაგონის შესასვლელებში მგზავრებს თერმოსკრინინგი უტარდებათ, მატარებელში შესვლის შემდეგ კი ისინი დეზობარიერს გადიან და ხელებს სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებენ.

კიდევ ერთი რეგულაცია პირბადეებს ეხება. მის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან. მგზავრობისას მათ პირბადის მოხსნის უფლება არ ექნებათ.

ერთადერთი რეკომენდაცია, რომელსაც მგზავრები არ იცავენ, ორ მეტრიანი დისტანციის დაცვაა.

Comments

comments