საქართველოში COVID-19–ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ქვეყანაში 879 ინფიცირების ფაქტია რეგისტრირებულ;ი. მონაცემები მთავროპბის მიერ სექმნილ ვებ–გვერდზე განახლდა.

ამასთან, გასული დღე–ღამის განმავლობაში კლინიკა მხოლოდ ერთმა განკურნებულმა მოქალაქემ დატოვა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Comments

comments