როგორ გამოიყურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ფოტო)

KIU უკვე მზადაა წელს 1000 სტუდენტის  მისაღებად. – ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა.

საუნივერსიტეტო ქალაქი  ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 150 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული. კომპლექსი მოიცავს  აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. როგორც ალექსანდრე თევზაძე განმარტავს საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად, ახალი კამპუსებისა და პროგრამების დამატების პარარელურად გაგრძელდება.

Comments

comments