ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, არჩევნები იქნება გადადებული

ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, არჩევნები იქნება გადადებული – ამის შესახებ განცხადება, უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ვოლსკის თქმით,ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში ქვეყანაში არჩევნებთან ერთად სხვა აქტივობებიც გაჩერდება.

„ყველამ იცის, მათ შორის ოპოზიციამ და ნებისმიერმა ადამიანმა ვინც გინდა გააჩერო ქუჩაში, რომ ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში რა ხდება ქვეყანაში – ცხადდება საგანგებო ვითარება. არა თუ არჩევნები, ნებისმიერი სხვა აქტივობა იქნება გადადებული. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს მოხდეს. ოპოზიცია სარგებლობს ამ რეალობით და უნდა, რომ თავი გამარჯვებულად წარმოაჩინოს და ხელისუფლებას თურმე არ აწყობს არჩევნების ჩატარება. ხვალვე რომ იყოს არჩევნები, ან თუნდაც ოქტომბერში – პერსპექტივა არ გააჩნიათ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

Comments

comments