მატარებელი 5 მიმართულებით მხოლოდ დღისით იმოძრავებს

საქართველოს რკინიგზის ცნობით, 15 ივნისს, ორშაბათს, საქართველოში მაგისტრალური მატარებლები ხუთი მიმართულებით დაიწყებენ მოძრაობას:

  • თბილისი-ბათუმი
  • თბილისი-ოზურგეთი
  • თბილისი-ფოთი
  • თბილისი-ზუგდიდი
  • თბილისი-ქუთაისი

„საქართველოს რკინიგზაში“ გვითხრეს, რომ ფასები უცვლელი დარჩა, თუმცა იმოძრავებს მხოლოდ დღისით და არა – ღამით. ასევე, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით იმოძრავებს 2 მატარებელი.

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მატარებელი გავა დილის 07:50 საათზე და საღამოს 17:55 საათზე. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით კი მატარებელი გამოვა დილის 08:00 საათზე და საღამოს 17:20 საათზე.

მატარებელში ასვლამდე მგზავრი გაივლის თერმოსკრინინგს, დეზობარიერს და ვალდებულია ხელები დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით. „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, ხელის  დისპენსერები ყველა ვაგონში უკვე დამონტაჟებულია.

„საქართველოს რკინიგზაში“ გვითხრეს, რომ მგზავრები ვაგონში დასხდებიან ჩვეულებრივ, ერთმანეთის გვერდიგვერდ, თუმცა არ დაიშვება მგზავრი პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

Comments

comments