რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას შემოდგომაზე გეგმავს

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა, შესაძლოა, შემოდგომაზე აღადგინოს.

ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით, ekhokavkaza.com წერს, რომ რუსული ავიაკომპანიების ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფად გაუმჯობესების მიზნით, განიხილება ფრენების აღდდგენა საქართველოსა და ეგვიპტის მიმართულებით.

“ეს არის მიმართულებები, რომლებზეც მოთხოვნა დიდია. რაც საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს დაბალ სეზონზეც მიიღონ გარანტირებული მგზავრების ნაკადი,”- წერია ტუროპერატორების ასოციაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.

Comments

comments