მთავრობა 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტს პარლამენტს დღეს წარუდგენს

სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ, გადამუშავებულ ვერსიას მთავრობა პარლამენტში დღეს შეიტანს. მანმადე კი მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაცია გაიმართება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მასში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია ახალ კორონავირუსთან, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფასთან.

მისივე თქმით, ყველა პროგრამა ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში იქნება ასახული და პრეზენტაციის შემდეგ წარედგინება პარლამენტს.

Comments

comments