„ვიზეარი“ ქუთაისიდან 19 მიმართულებით ფრენებს წყვეტს

კომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან 19 მიმართულებით ფრენებს შეწყვეტს – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ,,ევიეიშენ 24” ავრცელებს.

მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისია. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის თვითმფრინავების რაოდენობა ქუთაისში 2-მდე შემცირდება.

გაუქმდება რეისები –  ნიცა, სტოკჰოლმი, ვენეცია, ნეაპოლი, კიოლნი, ბარსელონა, ბარი, პარიზი ბრიუსელი და სხვა ევროპული ქალაქები.

კომპანიას ამ დრომდე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

Comments

comments