რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას (F2) და უბისა-შორაპანის (F3) მონაკვეთებზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება

ხევი-უბისას მონაკვეთზე შენდება 12.2 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზა 20 გვირაბი და 37 ხიდი
უბისა-შორაპანის მონაკვეთზე შენდება 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზა, 18 გვირაბის და 27 ხიდი

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით
ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს
საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის

Comments

comments