ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა იხსნება. აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებისთვის იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვართ იძულებულები, შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.