სამეგრელო-ზემო სვანეთში 12 ახალი საბავშვო ბაღი შენდება

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სოფელ ჯუმში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

თანამედროვე სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა სათამაშო მოედანი. პროექტს „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 800 000 ლარამდეა.

სულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით 12 ახალი საბავშვო ბაღი შენდება, ერთს კი, სრული რეაბილიტაცია უტარდება. ასევე დაგეგმილია,  ცხრა საბავშვო ბაღის მშენებლობა.

Comments

comments