პრემიერი პარლამენტში 27 მაისს მივა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში 27 მაისს მივა და ის დეპუტატებს კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს წარუდგენს.

“პრემიერ-მინისტრმა უკვე მოგვმართა ჩვენ წერილობით და ის მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს წარდგება პარლამენტის ანგარიშით, სადაც ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოზე და ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს. რასაკვვირველია, პრემიერ-მინისტრი შემდეგშიც მორძანდება პარლამენტში, მას ასევე ივნისში აქვს წლიური ანგარიში, რომელიც არა მხოლოდ კოვიდ-19-ით შემოიფარგლება. ასე რომ წინ საინტერესო სამუშაო გველის. შესაძლოა, საგაზაფხულო სესია გაგვიგრძელდეს”-განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.

Comments

comments