23 მაისიდან ავტომობილების ტექინსპექტირება კვლავ სავალდებულოა

საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, ანუ 23 მაისიდან, კვლავ სავალდებულო ხდება ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება შესაბამის ვადებში, ანუ მანქანის რეგისტრაციის თარიღამდე.

ის ავტომფლობელები, ვისაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ ტექინსპექტირების გავლა და კარანტინის გამო ვერ ახერხებდნენ საკუთარი ავტომობილის ინსპექტირების ჩატარებას, ასევე ვალდებული არიან 23 მაისიდან 2 თვის ვადაში გაატარონ ტექინსპექტირება.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, 1 აპრილიდან ამოქმედდა გარკვეული ცვლილებები ტექინსპექტირების წესებსა და სტანდარტებში.

ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება შემდეგი ელემენტების მიხედვით:

1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია

2. სამუხრუჭე აღჭურვილობა

3. საჭით მართვის სისტემა

4. ხილვადობა

5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა

6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება

7. შასი და მისი შემადგენლები

8. სხვა მოწყობილობები

9. უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი)

10. დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის

Comments

comments