თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია თანამდებობას ტოვებს

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია თანამდებობას ტოვებს. ხუნწარიამ დედაქალაქის მერს თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით უკვე მიმართა. გავრცელებული  ინფორმაციით, სოფიო ხუნწარია სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის.

თბილისის მერიაში ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება.

შეგახსენებთ, რომ სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის იანვარში დაიკავა. მანამდე ის თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

Comments

comments