COVID 19-ს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

COVID 19-ს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გაასაჯაროვა.

პრემიერის თქმით, გარდაცვლილია 81 წლის ქალი.

ახალი კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 652
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 383
  • მათ შორის გარდაცვლილი – 12
  • კარანტინის რეჟიმში – 4246
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

Comments

comments