Ryanair ფრენების განახლებას საქართველოს მიმართულებითაც გეგმავს

ავიაკომპანია Ryanair ოპერირების განახლებას საქართველოს მიმართულებითაც გეგმავს.

ფრენების განრიგი და ფასები Ryanair-ის საიტზე უკვე ხელმისაწვდომია.ვებ-გვერდის თანახმად, მილანიდან და კიოლნიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვები 1 ივლისის რეისებზე უკვე დაწყებულია. რაც შეეხება ქუთაისის მიმართულებას, სადაც ავიაკომპანია ბოლონიიდან და მარსელიდან ოპერირებდა, ფრენებს ივლისის დასაწყისშივე აღადგენს.

ცნობისთვის: საქართველო საერთშორისო ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან გეგმავს

Comments

comments