დაწესებული შეზღუდვების მოხსნა შესაძლოა, დაჩქარდეს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის ტემპი იძლევა საშუალებას, რომ შეზღუდვები თანდათან მოიხსნას და ეკონომიკური საქმიანობა დაიწყოს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ნაკლებია და თუ ეს კლების ტენდენცია გაგრძელდა, ეს მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი დავაჩქაროთ და უფრო სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები, რომლებიც ამ დროისთვის არის შეჩერებული. საქართველომ მართლაც შეძლო კოვიდ 19-ის პანდემიის შეკავება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედებს მთელი რიგი შეღუდვები, მათ შორის – “კომენტანტის საათი”.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

Comments

comments