Bloomberg-ის მონაცემებით, 1 დოლარი 3,15 ლარი ღირს

Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებით მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს. ამ დროისთვის [14:17] 1 დოლარი 3,15 ლარი ღირს.

სისტემის მონაცემებით, დღის დასაწყისში ერთი დოლარი 3,0587 ლარი ღირდა, რაც დღის განმავლობაში თითქმის 10-პუნქტიანი გაუფასურებაა.

ლარის გაუფასურება უკვე ასახულია ორი უმსხვილესი ბანკის ტაბლოებზეც. თიბისი ბანკში 1 დოლარი 3,21 ლარი ღირს, საქართველოს ბანკში კი – 3,2 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს რამდენიმე საათში დაადგენს.

Comments

comments