საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. წინა მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 637 პირი იმყოფებოდა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 64 ადამიანი.

ვებგვერდზე ინფიცირებულთა რაოდენობად კვლავ მითითებულია 33. ამასთან, პირველმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო  დატოვა.

Comments

comments