რესტორან „მთვრალი ალუბლის“ რამდენიმე თანამშრომელი გუდაურიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

გუდაურიდან ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე პაციენტი მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს. საუბარია რესტორან „მთვრალი ალუბლის“ თანამშრომლებზე.

რესტორანი უკვე დაკეტილია. თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში რჩება. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუდაურიდან წასვლის შემდეგ ჩეხმა ტურისტებმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თავიანთ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ მათ კორონავირუსი დაუდგინდათ.

მათივე თქმით, ისინი ძირითად დროს სწორედ რესტორან „მთვრალ ალუბალში“ ატარებდნენ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია გუდაურის ის სასტუმროც, სადაც ჩეხი ტურისტები იმყოფებოდნენ.

Comments

comments